Categories
Uncategorized @ka

როგორ გავართოთ ბავშვი სახლში ყოფნის დროს

   როგორ გავხადოთ ბავშვებთან ერთად გატარებული დრო მხიარული, საინტერესო და პროდუქტიული? ამ კითხვაზე პასუხს ასეთი რეჟიმის პირობებში ბევრი მშობელი ეძებს. 

  მაშინ, როდესაც იშავიათად გვაქვს ჩვენს შვილებთან ყოფნის ფუფუნება,  შეგვიძლია დადებით ჭრილში შევხედოთ  მსოფლიო გამოწვევას და სიტუაცია გამოვიყენოთ დადებით კონტექსტში.

  ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის ერთნაირად აუცილებელია როგორც ფიზიკური აქტივობა, ასევე შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. თამაშის ფუნქცია არა მხოლოდ გართობა და სიამოვნების მიღებაა, არამედ ის ბავშვს საკუთარი პოტენციალის დანახვისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. თამაშით ბავშვები სწავლობენ კვლევას, პრობლემის გადაჭრას. შემოქმედებითი აქტივობები ერთი მხრივ, პატარებს სამყაროს შეცნობაში ეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ  აერთიანებს და ამხიარულებს ოჯახის ყველა წევრს.

 სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია მრავალი აქტივობის განხორციელება:

  • მარტივი ცეკვების დადგმა youtube-ს დახმარებით
  • სხვადასხვა სასარგებლო ვარჯიშის გაკეთება ბავშვთან ერთად
  • მოხატვა,ძერწვა და ხელსაქმე
  • კულინარიული თამაშები
  • პაზლები
  • პოეტობანა

ძველი თამაშების გახსენება კარგად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე

  • ნამიოკობანა
  • ქალაქობანა
  • გაშეშობანა
  • დამალობანა

   ამ დროს, ბავშვის ნებისმიერი ინტერესი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის დროს არ დაგვავიწყდეს მათი იდეებისა და აქტივობების შექება-წაახალისება.  

კონტრიბუტორი: ხომერიკი ელიკო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *