ერთიანობა

ძალა ყოველთვის ერთიანობაშია

პროექტის შესახებ

მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, COVID 19 ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში. ამიტომ, მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც გულანთებულ, მოტივირებულ ადამიანებს გაგვაერთიანებს ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. ისტორიულად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად სამოქალაქო ჩართულობა დიდ როლს თამაშობდა. ვფიქრობთ, ახლაც, ჩვენი ქვეყნის წინაშე მსგავსი საჭიროება დგას. 
მიგვაჩნია, რომ გამარჯვება ერთიანობაშია და ეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე კარგად გამოდის. ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს იყოს ქვეყნის მოხალისე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. მოხალისეების ჩართულობა მოხდება არა სამედიცინო მომსახურების გაწევის კუთხით, არამედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების, მედიკამენტების მიწოდებითა და უზრუნველყოფით.

რეგისტრაცია

საიტზე არსებული მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით გამოხატავთ დახმარების მოხალისეობრივ სურვილს.

ანალიზი

საჭიროებიდან გამომდინარე ხდება რეგისტრირებული მოხალისეების გადანაწილება რეგიონების მიხედვით.

დაკავშირება

დარეგისტრირებულ მოხალისეებს დავუკავშირდებით, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ კონკრეტულ სამუშაო გაიდლაინებს.

თვალი ადევნეთ პროექტის დინამიკას

3500
დახმარების მსურველი ოჯახი
605
მოხალისე
3200
დახმარებული

გაქვთ კითხვა ?

დაგვიკავშირდით

კონტაქტი

  • 032 2 193 003
  • gamarjoba@1anoba.ge