Categories
Uncategorized @ka

როგორ გამოვიყენოთ სახლში ყოფნის პერიოდი სასარგებლოდ?

შეუძლიებალია არსებობდეს ადამიანი,რომელსაც ერთხელ მაინც არ გადაუდია თავისი გეგმები თუ ოცნებეი ხვალისთვის, მაგრამ ეს ხვალ ჯერაც არ დამდგარა. და ალბათ არც არასდროს დადგებოდა რომ არა მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი ვითარება. 2020 წელს  კორონა ვისრუსმა უამრავი პრობლემა გამოიწვია და მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში დარჩენა უნწევს, მაგრამ ეს ყოველივე არ წარმოადგენს კატასტროფას, მონეტას ორი მხარე აქვსო ხომ გაგიგიათ, ამიტომ ჩვენი ჯგუფიც ფიქრობს, რომ კორონა ვისრუსის გამო სახლში დარჩენასაც აქვს დადებითი მხარეები. გარდა იმისა, რომ მონატრებული ოჯახი და ნანატრი შვებულება მივიღეთ, ამასთანვე შანსი მოგვეცა ის „ხვალინდელი გეგმები“  განვახოციელოთ, რომლისთვისაც ჯერ არ დამდგარა არც ის „ხვალ“ და არც ის „ორშაბათი“ ვარჯიშს, დიეტას თუ სახლის დალაგებას, რომ ვიწყებდით. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ იმ დამხმარე საშუალებებს(ვებსაიტებს, ვიდეობს, აპლიკაციებს და ა.შ.), რომელთა საშუალებითაც გადადებულ გემების განხორციელებას შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად და სახლში ყოფნის მოწყენილობას შეცვლით პროდუქტიული გართობით.

ინტერნეტში საუკეთესო მოცეკვავეების  ყურების  ან თუნდაც კოცერტზე დასწრების შემდეგ, ალბათ ერთხელ ყველას გაგვჩენია სურვილი ცეკვა გვესწავლა  და გვიფიქრია რატომაც არა, თუმცაღა მალევე დავიწყებას მიეცა ეს სურვილი. სწორედ ამ სურვილის გამოღვიძების დრო დადგა ახლა, დიახ ზუსტად ახლა, დიახ სახლიდან გაუსვლელად, თითქმის ყველას გვავქს შესაძლებლობა დისტანციურად ინტერნეტის დახმარებით შევისწავლოთ ნებისმიერი სტილის ცეკვა. ამიტომაც თქვენი საქმის გასამარტივებლად ჩვენ გავაკეთეთ ფლაილისთი youtube-ში, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ცეკვის გაკვეთილები, ის შეგიძლიათ იპოვოთ  აი ამ ბმულზე:

.

ხოლო მათთვის, ვისაც ქართული ცეკვები იზიდავს, თეა დარჩიას ცეკვის სტუდია „თედასი“ გვთავაზობს ონალინ ცეკვის გაკვეთილებს youtube არხზე, რომელიც სრულიად ახალია და შექიმნა რათა COVID-19-ს ვებძოლოთ ცეკვით, და აი მათი გვერდის ბმულიც:

https://www.youtube.com/channel/UCK1P827ka9afn2UhzEudlIg

ასევე, მათ საყურადღებოდ ვინც გიტარაზე, პიანინოზე თუ სხვა ინსტრუმენტზე დაკვრა გადადეთ შემდეგი კვირისთვის, ან თუნდც ხატვის შესწავლა  გინდოდათ მთელი ბავშობა, მაგრამ ამისთვის დრო არასდროს გქონდათ და ყოველ ჯერზე ხატვის გაკვეთილებს შემდეგ კვირაში ისტუმრებდით, მინდა გაგახარათ, რომ სწორედ ეს კვირები დაგვიდგა, მეგობრებო და გთავაზობთ ბმულებს სადაც შეძლებთ თვქენი მივიწყებული სურვილის ასრულებას და სახლში ყოფნის დღეების გახალისებას:

ხატვის დამწყები გაკვეთილებისათვის მიმართეთ –

გიტარაზე დაკვირსთვის მიმართეთ –

პიანინოს მოყვარულებმა მიმართეთ –

თუ თქვენი ინტერესი არც გიტარაა, არც პიანინო, მაგრამ სხვა ინსტრუმენტია მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ მსგავსი ძალიან ბევრი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ youtube-ში.

„ორშაბათიდან ვიწყებ ვარჯიშს“ ეს ის ცნობილი ფრაზა ერხელ ყველა ადამიანს რომ უთქვამს და მათთვის ვისთვისაც ეს ორშაბათი ჯერ ისევ არ დამდგარა შეგიძლიათ გამოიყენოთ COVID-19-ით გამოწვეული დასვენება პოზიტურად  და თქვენი სხეული ტონუსში მოიყვანოთ ვარჯიშებითა თუ ჯანსაღი დიეტებით, თანაც ზაფხულს უკვე მშვენიერ ფორმაში შეხვდებით. სახლში ვარჯიშისათვის გთავაზობთ  რამდენიმე ვიდეოს, რომელიც ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ:

სახლში დარჩენის აუცილებლობამ შესაძლებლობა მოგვცა დისტანციური სწავლების მეთოდის გამოცდილებაც დაგვეგროვებინა, ბევრის ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ სახლიდან გასუვლელად უცხო ენების შესწავლაც შესაძლებელია, სულაც აღარ არის საჭირო რეპეტოტორთან სიარული, ციფრულ სამყაროში ეს უკვე მრავალი აპლიკაციით და ვებგვერდითაა შესაძლებელი, მაგალითად ერთ-ერთი ქართული ვებსაიტი “lingwing.com“ შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ დისტანციურად ნებისმიერი ენა ყველასათვის მოსახერხებელ ფასად. ხოლო მათთვის ვინ ინლისურთან მეგობრობთ საუკეთესო საშუალებაა “dullingo.com”, რომელსაც იგივე სახელწოდების აპლიკაცაც აქვს სმარტფონებისათვის და საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეისწავლონ მათთვის საინტერესო ენა. ასე, რომ თუ ენების შესწავლა თქვენი სამომავლო გეგმა იყო, მაგრამ ფიქრობდით, კორონა ვირუსის გავრცელებამ თქვენი ოცნება შეაფერხა, ძალიან ცდებით, თქვენ სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე მობილურიდან შეგიძლიათ შეისწავლოთ თქვენითვის საინტერესო ენა, ხომ გაგიგიათ რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო, ამიტომაც შეგვიძლია ერთი და ორი კაცის მაგივრად უფრო მეტი გავხდეთ და მარტოობის მოწყენილობაც გაივლის. ამასთანავე, აღსანიშნავია, ონლაინ სწავლების მრავალი პლათფორმაც, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას შეისწავლოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი კურსი უფასოდ, ფასიანი მხოლოდ სერთიფიკატის აღებაა, ასეთი პლათფორმებია: „Alison.com”, “Udemy.com, “EDX.org” -სადაც ისეთი აკრედიტებული უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი, როგორიცაა ოქსფორდი, ჰარვარდი მსაჩუსეტსის და სხვა. ერთადერთი მინუსი ამ პლატფორმების ისაა, რომ ქართულად სწავლება არ არის შესაძლებელი.

რაც შეეხება მათ ვინც წიგნების კითხვით თავის გართობა გადაწყვიტეს,  მაგრამ თავიანი წიგნების ლიმიტი ამოწურეს ან ყიდვა ვერ მოასწრეს, ქართული ელექტრონული წიგნების პლათფორმა „საბა“ არსებული ვითარების გამო  მოსახლეობას აძლევს უპრეცედენტო საშუალებას, ჰქონდეს უფასო წვდომა თავის მთელ ბიბლიოთეკაზე ერთი თვით. ასე და ამგვარად მთელი წელი რომ ვწუწუნებით სახლში გვინდაო, როგორც ჩანს ეს ოცნებაც აგვიხდა, ამიტომაც  ნუ მოიწყენთ, გავიხალისოთ სახლში ყოფნის მშვენიერი დღეები. #დარჩისახლში

კონტრიბუტორი:თათია ჭიკაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.