კატეგორია: Uncategorized @ka

ასე გამოიყურებიან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები შუაღამისას, როდესაც პაციენტებს გეგმიური შემოწმება დასრულდა.

01.04.2020-ის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან სრულად უკვე 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეს იტალიიდან პოზიტიური ინფორმაციები გავრცელდა! 31 მარტს ერთ დღეში გამოჯანმრთელებულების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1590 ადამიანი დაფიქსირდა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იკლებს ახალი ინფიცირებულების რაოდენობა. ეს ფაქტი მიანიშნებს, თუ არა COVID19-ზე გამარჯვების დასაწყისს იტალიისთვის, ამას დრო გვაჩვენებს!

როგორ გავხადოთ ბავშვებთან ერთად გატარებული დრო მხიარული, საინტერესო და პროდუქტიული? ამ კითხვაზე პასუხს ასეთი რეჟიმის პირობებში ბევრი მშობელი ეძებს.
მაშინ, როდესაც იშავიათად გვაქვს ჩვენს შვილებთან ყოფნის ფუფუნება, შეგვიძლია დადებით ჭრილში შევხედოთ მსოფლიო გამოწვევას და სიტუაცია გამოვიყენოთ დადებით კონტექსტში.
ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის ერთნაირად აუცილებელია როგორც ფიზიკური აქტივობა, ასევე შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. თამაშის ფუნქცია არა მხოლოდ გართობა და სიამოვნების მიღებაა, არამედ ის ბავშვს საკუთარი პოტენციალის დანახვისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. თამაშით ბავშვები სწავლობენ კვლევას, პრობლემის გადაჭრას. შემოქმედებითი აქტივობები ერთი მხრივ, პატარებს სამყაროს შეცნობაში ეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ აერთიანებს და ამხიარულებს ოჯახის ყველა წევრს.
სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია მრავალი აქტივობის განხორციელება:
- მარტივი ცეკვების დადგმა youtube-ს დახმარებით
- სხვადასხვა სასარგებლო ვარჯიშის გაკეთება ბავშვთან ერთად
- მოხატვა,ძერწვა და ხელსაქმე
- კულინარიული თამაშები
- პაზლები
- პოეტობანა
ძველი თამაშების გახსენება კარგად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე
- ნამიოკობანა
- ქალაქობანა
- გაშეშობანა
- დამალობანა
ამ დროს, ბავშვის ნებისმიერი ინტერესი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის დროს არ დაგვავიწყდეს მათი იდეებისა და აქტივობების შექება-წაახალისება.
კონტრიბუტორი: ხომერიკი ელიკო

შეუძლიებალია არსებობდეს ადამიანი,რომელსაც ერთხელ მაინც არ გადაუდია თავისი გეგმები თუ ოცნებეი ხვალისთვის, მაგრამ ეს ხვალ ჯერაც არ დამდგარა. და ალბათ არც არასდროს დადგებოდა რომ არა მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი ვითარება. 2020 წელს კორონა ვისრუსმა უამრავი პრობლემა გამოიწვია და მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში დარჩენა უნწევს, მაგრამ ეს ყოველივე არ წარმოადგენს კატასტროფას, მონეტას ორი მხარე აქვსო ხომ გაგიგიათ, ამიტომ ჩვენი ჯგუფიც ფიქრობს, რომ კორონა ვისრუსის გამო სახლში დარჩენასაც აქვს დადებითი მხარეები. გარდა იმისა, რომ მონატრებული ოჯახი და ნანატრი შვებულება მივიღეთ, ამასთანვე შანსი მოგვეცა ის „ხვალინდელი გეგმები“ განვახოციელოთ, რომლისთვისაც ჯერ არ დამდგარა არც ის „ხვალ“ და არც ის „ორშაბათი“ ვარჯიშს, დიეტას თუ სახლის დალაგებას, რომ ვიწყებდით. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ იმ დამხმარე საშუალებებს(ვებსაიტებს, ვიდეობს, აპლიკაციებს და ა.შ.), რომელთა საშუალებითაც გადადებულ გემების განხორციელებას შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად და სახლში ყოფნის მოწყენილობას შეცვლით პროდუქტიული გართობით.
ინტერნეტში საუკეთესო მოცეკვავეების ყურების ან თუნდაც კოცერტზე დასწრების შემდეგ, ალბათ ერთხელ ყველას გაგვჩენია სურვილი ცეკვა გვესწავლა და გვიფიქრია რატომაც არა, თუმცაღა მალევე დავიწყებას მიეცა ეს სურვილი. სწორედ ამ სურვილის გამოღვიძების დრო დადგა ახლა, დიახ ზუსტად ახლა, დიახ სახლიდან გაუსვლელად, თითქმის ყველას გვავქს შესაძლებლობა დისტანციურად ინტერნეტის დახმარებით შევისწავლოთ ნებისმიერი სტილის ცეკვა. ამიტომაც თქვენი საქმის გასამარტივებლად ჩვენ გავაკეთეთ ფლაილისთი youtube-ში, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ცეკვის გაკვეთილები, ის შეგიძლიათ იპოვოთ აი ამ ბმულზე:
.
ხოლო მათთვის, ვისაც ქართული ცეკვები იზიდავს, თეა დარჩიას ცეკვის სტუდია „თედასი“ გვთავაზობს ონალინ ცეკვის გაკვეთილებს youtube არხზე, რომელიც სრულიად ახალია და შექიმნა რათა COVID-19-ს ვებძოლოთ ცეკვით, და აი მათი გვერდის ბმულიც:
https://www.youtube.com/channel/UCK1P827ka9afn2UhzEudlIg
ასევე, მათ საყურადღებოდ ვინც გიტარაზე, პიანინოზე თუ სხვა ინსტრუმენტზე დაკვრა გადადეთ შემდეგი კვირისთვის, ან თუნდც ხატვის შესწავლა გინდოდათ მთელი ბავშობა, მაგრამ ამისთვის დრო არასდროს გქონდათ და ყოველ ჯერზე ხატვის გაკვეთილებს შემდეგ კვირაში ისტუმრებდით, მინდა გაგახარათ, რომ სწორედ ეს კვირები დაგვიდგა, მეგობრებო და გთავაზობთ ბმულებს სადაც შეძლებთ თვქენი მივიწყებული სურვილის ასრულებას და სახლში ყოფნის დღეების გახალისებას:
ხატვის დამწყები გაკვეთილებისათვის მიმართეთ –
გიტარაზე დაკვირსთვის მიმართეთ –
პიანინოს მოყვარულებმა მიმართეთ –
თუ თქვენი ინტერესი არც გიტარაა, არც პიანინო, მაგრამ სხვა ინსტრუმენტია მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ მსგავსი ძალიან ბევრი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ youtube-ში.
„ორშაბათიდან ვიწყებ ვარჯიშს“ ეს ის ცნობილი ფრაზა ერხელ ყველა ადამიანს რომ უთქვამს და მათთვის ვისთვისაც ეს ორშაბათი ჯერ ისევ არ დამდგარა შეგიძლიათ გამოიყენოთ COVID-19-ით გამოწვეული დასვენება პოზიტურად და თქვენი სხეული ტონუსში მოიყვანოთ ვარჯიშებითა თუ ჯანსაღი დიეტებით, თანაც ზაფხულს უკვე მშვენიერ ფორმაში შეხვდებით. სახლში ვარჯიშისათვის გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომელიც ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ:
სახლში დარჩენის აუცილებლობამ შესაძლებლობა მოგვცა დისტანციური სწავლების მეთოდის გამოცდილებაც დაგვეგროვებინა, ბევრის ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ სახლიდან გასუვლელად უცხო ენების შესწავლაც შესაძლებელია, სულაც აღარ არის საჭირო რეპეტოტორთან სიარული, ციფრულ სამყაროში ეს უკვე მრავალი აპლიკაციით და ვებგვერდითაა შესაძლებელი, მაგალითად ერთ-ერთი ქართული ვებსაიტი “lingwing.com“ შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ დისტანციურად ნებისმიერი ენა ყველასათვის მოსახერხებელ ფასად. ხოლო მათთვის ვინ ინლისურთან მეგობრობთ საუკეთესო საშუალებაა “dullingo.com”, რომელსაც იგივე სახელწოდების აპლიკაცაც აქვს სმარტფონებისათვის და საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეისწავლონ მათთვის საინტერესო ენა. ასე, რომ თუ ენების შესწავლა თქვენი სამომავლო გეგმა იყო, მაგრამ ფიქრობდით, კორონა ვირუსის გავრცელებამ თქვენი ოცნება შეაფერხა, ძალიან ცდებით, თქვენ სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე მობილურიდან შეგიძლიათ შეისწავლოთ თქვენითვის საინტერესო ენა, ხომ გაგიგიათ რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო, ამიტომაც შეგვიძლია ერთი და ორი კაცის მაგივრად უფრო მეტი გავხდეთ და მარტოობის მოწყენილობაც გაივლის. ამასთანავე, აღსანიშნავია, ონლაინ სწავლების მრავალი პლათფორმაც, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას შეისწავლოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი კურსი უფასოდ, ფასიანი მხოლოდ სერთიფიკატის აღებაა, ასეთი პლათფორმებია: „Alison.com”, “Udemy.com, “EDX.org” -სადაც ისეთი აკრედიტებული უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი, როგორიცაა ოქსფორდი, ჰარვარდი მსაჩუსეტსის და სხვა. ერთადერთი მინუსი ამ პლატფორმების ისაა, რომ ქართულად სწავლება არ არის შესაძლებელი.
რაც შეეხება მათ ვინც წიგნების კითხვით თავის გართობა გადაწყვიტეს, მაგრამ თავიანი წიგნების ლიმიტი ამოწურეს ან ყიდვა ვერ მოასწრეს, ქართული ელექტრონული წიგნების პლათფორმა „საბა“ არსებული ვითარების გამო მოსახლეობას აძლევს უპრეცედენტო საშუალებას, ჰქონდეს უფასო წვდომა თავის მთელ ბიბლიოთეკაზე ერთი თვით. ასე და ამგვარად მთელი წელი რომ ვწუწუნებით სახლში გვინდაო, როგორც ჩანს ეს ოცნებაც აგვიხდა, ამიტომაც ნუ მოიწყენთ, გავიხალისოთ სახლში ყოფნის მშვენიერი დღეები. #დარჩისახლში
კონტრიბუტორი:თათია ჭიკაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირების პერიოდში ძალიან მძიმე იყო და არსებობდა რისკი, რომ შემთხვევა ფატალურად დამთავრებულიყო.
„ჩვენ ვაცხადებდით მაინც უფრო მსუბუქად, ისეთი სახით გვინდოდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ საშინელი პანიკა და შიში არ დათესილიყო, მაგრამ ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი. მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.
წყარო : formulanews.ge

დღეს იტალიის გაგონებაზე ყველ ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას ველოდებით…
COV19-მა ქვეყანაში ნამდვილად რთული სიტუაცია შექმნა, თუმცა არსებობს სხვადასხვა ფაქტები, რომელიც უკეთესობის მოლოდინს გვიქმნის და იმედის ნაპერწკალით გვავსებს.
რა შეიძლება იყოს ასეთ დროს იმაზე უფრო სასიხარულო, როგორც ახალი სიცოცხლის დაბადებაა.
გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 1378 ბავშვი დაიბადა, რაც ზოგადი სტატისტიკის მიხედვით მნიშვნელოვანი სიდიდის რიცხვია.
იმედი ვიქონიოთ იტალიაში მოვლენები სულ მალე დასტაბილურდება და ეს პოზიტიური სტატისტიკა იქნება ამის საწინდარი.

გიფიქრიათ, რამდენნაირი სცენარის ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, როდესაც მსოფლიო პანდემიაზე, და უკვე – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ვსაუბრობთ?
ადამიანთა ბუნებას თუ გავითვალისწინებით, რომელიც ასეთ დროს დიდი პოზიტიურობით არ გამოირჩევა, მივხვდებით რომ მოსახლეობის უმეტესობას შიშის გრძნობა ორგანულად აქვს უკვე გამჯდარი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ კორონავირუსით (COVID – 19) დაინფიცირებას არ უკავშირდება. ყველამ ვიცით, დედაქალაქში „პანიკური შოპინგები“ და მსგავსი აქტივობები რა მიზანსაც ემსახურება, და რისი შიშითცაა გამოწვეული.
არის კი პანიკის საფუძველი? რა თქმა უნდა, არა! რადგან ქვეყნის მთავარი პირები მთელი მობილიზებით, ოპერატიულობითა და ძალისხმევით ცდილობენ ყველა იმ ზომის მიღებას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, განაპირობებს მსგავსი საპროდუქტო დეფიციტის გამორიცხვას.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ბათუმის პორტში 19 მარტს – 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. ბატონი ლევანი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში მარცვლეული სატრანსპორტო გზითაც შემოდის, თუმცა უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრაილერების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
კონტრიბუტორი :ანი ლობჟანიძე